четверг, 27 марта 2014 г.

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან

საქართველოს გეოგრაფია
IX- კლასი


დრო და სივრცე.

გეო. IX. 1. რუკის და სხვა გეოგრაფიული საშუალებების (ფოტოები,
გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით
ახასიათებს ადგილსა და მოვლენას. Aადგენს თემატურ რუკებს.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
* საკვლევი მიზნის გათვალისწინებით მოიძიებს და
საჭიროებისამებრ იყენებს შესაბამის თემატურ რუკებს.
* სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე ადგენს
სხვადასხვა სირთულის ნახაზებს ( გრაფიკი, დიაგრამა და სხვა).
* ჯგუფური მუშაობისას თითოეული ჯგუფი ირჩევს
სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებს
ექსპედიციის ჩასატარებლად და კლასის წინაშე
წარმოადგენს მისი განხორციელების მარტივ გეგმას
(მიზანი, მარშრუტი, ვადა, გადაადგილების საშუალება,
არჩეული მარშრუტის უპირატესობა სხვებთან
შედარებით, წასაღები ნივთების სია და ა. შ.). ადგენს
ექსპედიციის ამსახველ სქემატურ რუკას.


ბუნება და ეკონომიკა.

გეო. IX. 2. ახასიათებს საქართველოს ბუნებრივ პირობებს.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
* საქართველოს ატლასისა და თემატური რუკების
მეშვეობით ბუნებრივ პირობებსა და რესურებს
აკავშირებს მოსახლეობის ტრადიციულ სამეურნეო
საქმიანობასთან ( მაგ. ზონალურობა და სოფლის
მეურნეობის სპეციალიზაცია).

კულტურა.

გეო. IX. 11. აანალიზებს ქართული ტრადიციების გეოგრაფიულ თავისებურებებს.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე;
* აკავშირებს ხალხური არქიტექტურის მრავალფეროვნებას
საქართველოს ბუნებრივ პირობებთან; ადარებს სხვადასხვა
ისტორიულ- გეოგრაფიული პროვინციის სამოსახლოს და
მსგავსება-განსხვავებებს გამოხატავს მისთვის სასურველი
ფორმით ( ნახატი, ცხრილი და სხვა).
* მსჯელობს საქართველოს ისტორიულ- გეოგრაფიულ
პროვინციებში გავრცელებული რიტუალების შესახებ.
ადარებს მსგავსი შინაარსის მქონე რიტუალებს და
მსგავსება- განსხვავებებს გამოხატავს მისთვის
სასურველი ფორმით ( წერილობითი, ზეპირი, ცხრილი).




ისტორია

IX- კლასი


კულტურა და რელიგია

ისტ. IX.6. მოსწავლე იკვლევს ქართულ კულტურას უძველესი
დროიდან დღემდე.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
* წერილობით აღწერს თავის დასახლებულ პუნქტში
(ქალაქში, სოფელში, რაიონში) მდებარე კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლს ( მაგ. გორელი მოსწავლე
ახასიათებს უფლისციხეს ან გორის ციხეს).